ქვეყანაში შაქრის იმპორტი 45%-ითაა შემცირებული. საქსტატის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 12,734.82 ტონა შაქარი იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22,961.11 ტონა. შესაბამისად კლება 44,5%-ია.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის საერთო ღირებულებამ 10,226.08 ათასი დოლარი შეადგინა, გასული წლის იანვარ-მარტში კი 15,469.78 ათასი დოლარი.
პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული შაქრის 39%-ი საფრანგეთზე მოდის, ხოლო 23%-ი თურქეთზე.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შაქრის იმპორტი განახორციელა:
საფრანგეთი - 4,930.18 ტონა
თურქეთი - 2,873.83 ტონა
ნიდერლანდები - 2,462.00 ტონა
ბელგია - 1,485.00 ტონა
მარიკო - 572.00 ტონა.
ბოლო წლების სტატისტიკით საქართველო ყოველწლიურად 120 000 ტონიდან 151 000 ტონამდე შაქარას ყიდულობს. 2023 წლის მაჩვენებლები კი ქვეყანამ 144,727.54 ტონა შაქარი იყიდა, რაშიც 99,698.96 ათასი დოლარი გადაიხადა.
უახლესი