დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
​TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქარს ყიდულობს

​TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქარს ყიდულობს

27-08-2024 14:00:00

მიმდინარე წელს ქვეყანაში შაქრის იმპორტი 13%-ითაა შემცირებული, რაც შესაძლოა არა მოხმარების შემცირებას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას უკავშირდებოდეს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 65,503.64 ტონა შაქარი იყიდა, რაშიც 45,169.06 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის 7 თვეში კი ქვეყანაში 75,291.22 ტონა შაქრის იმპორტი დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებითვე, ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის 30%-ი ბრაზილიაზე მოდის, ხოლო 19%-ი საფრანგეთზე.

​TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქარს ყიდულობს:

ბრაზილია - 19,500.00 ტონა,

საფრანგეთი - 12,569.12  ტონა,

ბელგია - 7,608.00 ტონა,

თურქეთი - 6,690.12 ტონა,

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 6,000.00 ტონა.

საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად საქართველოში რეკორდული რაოდენობით შაქრის იმპორტი 2018 წელს დაფიქსირდა. ქვეყანამ ამ წელს 99,666.28 ტონა შაქარი იყიდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები