დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო თაფლს ყიდის

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო თაფლს ყიდის

12-11-2024 14:00:00

საქართველოდან თაფლის ექსპორტი 75%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 217.01 ათასი დოლარის 24.05 ტონა ნატურალური თაფლი გაიტანა. 2023 წლის 9 თვეში კი ექსპორტზე 95.95 ტონა თაფლი გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ ქართული თაფლისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია. სწორედ ამ ქვეყანაში გავიდა 9 თვეში ექსპორტირებული თაფლის 32%-ი.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო თაფლს ყიდის:

  • აზერბაიჯანი - 7.70 ტონა
  • ​არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 7.00 ტონა
  • აშშ - 3.24 ტონა
  • ლატვია - 2.99 ტონა
  • ერაყი - 1.12 ტონა.

აღსანიშნავია, რომ თაფლის ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ უცხოეთის ბაზრებზე 258.18 ტონა თაფლი გაიტანა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები