საქართველოში ყავის იმპორტი 4%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 3,645.52 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 16,859.04 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 3,784.77 ტონა ყავის იმპორტი მოახდინა. საქართველოში ყავის ძირითადი იმპორტიორი ინდონეზიაა, სწორედ ინდონეზიაზე მოდის ყავის მთლიანი იმპორტის 36%-ი.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:
ბოლო წლებში ქვეყანაში ყავის იმპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, თუმცა რეკორდული რაოდენობის ყავის იმპორტი ქვეყანაში 2022 წელს დაფიქსირდა. 2022 წელს საქართველომ 7,660.00 ტონა ყავა იყიდა.
უახლესი