ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 9,999.39 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენების გაიტანა, რომლის საერთო ღირებულებაც 14,682.07 ათასი დოლარი იყო. 2023 წლის 9 თვეში კი ქვეყნიდან 8,893.96 ტონა წვენები გავიდა. შესაბამისად წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების მოცულობა 12%-ითაა გაზრდილი.
საგულისხმოა, რომ ქვეყნიდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2022 წელს მიაღწია, როდესაც უცხოეთის ბაზრებზე საქართველომ 13,251.59 ტონა წვენები გაყიდა.
მიმდინარე წლის 9 თვის მაჩვენებლებით კი საქართველოში წარმოებული წვენებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ა, რომელზეც წვენების ექსპორტის 26%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება