დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო კარტოფილს ყიდულობს

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო კარტოფილს ყიდულობს

14-11-2023 19:00:23

კარტოფილის იმპორტი 577%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ 22,249.34 ტონა კარტოფილი იყიდა, რაშიც 7,489.21 ათასი დოლარი გადაიხადა. 2022 წლის 9 თვის მაჩვენებლებით კი ქვეყანაში 3,288.64 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. კარტოფილის იმპორტის 37%-ი რუსეთზე მოდის, ხოლო 33%-ი ბელორუსზე. კარტოფილის იმპორტში მესამე საიმპორტო ბაზარი კი ეგვიპტეა, რომელზედაც კარტოფილის იმპორტის 7%-ი მოდის.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო კარტოფილს ყიდულობს:

  • რუსეთი - 8,273.26 ტონა,
  • ბელორუსი - 7,297.08 ტონა,
  • ეგვიპტე - 1,606.50 ტონა,
  • უკრაინა - 1,342.70 ტონა,
  • გერმანია - 1,180.00 გერმანია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კარტოფილის იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2011 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 50,950.00 ტონა კარტოფილი იყო.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით კარტოფილის იმპორტის 3%-იანი კლება იყო. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები