ქვეყანაში წარმოებული ჯემების ექსპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ საზღვარგარეთ 358.95 ათასი დოლარის ღირებულების 203.52 ტონა ჯემი გაგზავნა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 296.62 ტონა, შესაბამისად კლება 32%-ია. საქართველოში წარმოებული ჯემებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, ხოლო შემდეგ აშშ და ლატვია მოდის.
2024 წელს ქართული ჯემები 15 საექსპორტო ბაზარზე გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ჯემების ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2017-2018 წლებში მიაღწია.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ჯემებს ყიდის:
რაც შეეხება ჯემების იმპორტს ზრდა 27%-ია. 2024 წლის 7 თვეში ქვეყანამ 3,021.20 ათასი დოლარის ღირებულების 1,188.36 ტონა ჯემი იყიდა, 2023 წლის 7 თვეში კი 932.22 ტონა. ჯემების იმპორტის მიმართულებით საქართველოსთვის ლიდერი საბერძნეთია, რადგან სწორედ საბერძნეთიდან შემოდის ყველაზე მეტი ჯემი.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ჯემებს ყიდულობს:
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა