დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 კომპანია, რომელმაც სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა

TOP-5 კომპანია, რომელმაც სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა

17-06-2024 17:00:00

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 8%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2024 წლის პირველ კვარტალში სამოგზაურო დაზღვევიდან 2 617 583 ლარი მოიზიდეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 419 839 ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2024 წელს პირველ კვარტალში ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 29%-ი მოდის.

ჯი პი აი ჰოლდინგმა 2024 წლის იანვარ-მარტში 749 376 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე თიბისი დაზღვევაა, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში 428 614 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 16%-ი მოიპოვა.

სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია იმედი L-ია, რომლის ბაზრის 15,5%-ის მფლობელია და 2024 წლის პირველ კვარტალში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 406 621 ლარის პრემია მოიზიდა.

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა, რომელმაც გასულ წელს 306 749 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 12%-ის მფლობელი გახდა.

TOP-5-შია ასევე დაზღვევის არდი დაზღვევა, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 176 030  ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 7%-იც დაიკავა.

რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში 28 594 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 2%-ით ნაკლებია, რადგანაც 2023 წლის სამ თვეში სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 29 285 ლარი შეადგინა.

გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია უნისონი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2024 წლის პირველ კვარტალში 16 460 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც12 134  ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2024 წლის იანვარ-მარტში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ორ კომპანიაზე უნისონსა და ირაოზე გადანაწილდა. 

არსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის პირველ კვარტალში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 2 617 583 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 28 594 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 1%-მდე დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები