დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 კომპანია, რომელმაც სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა

TOP-5 კომპანია, რომელმაც სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა

18-04-2024 10:00:00

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 2%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2023 წელს სამოგზაურო დაზღვევიდან 11,182,467 ლარი მოიზიდეს. 2022 წლის მაჩვენებლებით კი  10,971,822 ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2023 წელს ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 33%-ი მოდის. ჯი პი აი ჰოლდინგმა 2023 წელს 3,655,576 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე თიბისი დაზღვევაა, რომელმაც 2023 წელს 1,901,934 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 17%-ი მოიპოვა.

სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია იმედი L-ია, რომლის ბაზრის 15%-ის მფლობელია და 2023 წელს სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 1,662,296 ლარის პრემია მოიზიდა. სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა, რომელმაც გასულ წელს 1,020,143 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 9%-ის მფლობელი გახდა. TOP-5-შია ასევე დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო, რომელმაც 2023 წელს სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 623,415 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 6%-იც დაიკავა.

რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას ლიდერი სადაზღვევო კომპანია უნისონი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2023 წელს 67,287 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 30,106 ლარი შეადგინა. მთლიანობაში 2023 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიამ სულ 97,393 ლარი შეადგინა და ის ორ კომპანიაზე უნისონსა და ირაოზე გადანაწილდა. 
არსებული მაჩვენებლებით, 2023 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 11,182,467 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევუს პრემია 97,393 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 1%-მდე დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები