Business Insider Georgia-ს საქსსტატმა მიაწოდა ინფოერმაცია, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოდან ყველაზე მეტი მინერალური წყალი გაყიდა.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან კომპანიის მფლობელები:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 1995 წელს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V., ( 70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო) მიერ დაფუძნდა. კოპანიის დირექტორია ივანე მაჭავარიანი.
სს წყალი მარგებელი - 2005 წელს დაფუძნდა. სააქციო საზოგადოებას საერთო კრება მართავს, კოომპანიის დირექტორია - გრიგოლ გოგოლაძე.
შპს აქვა გეო - მიმდინარეობს ხელახალი რეგისტრაცია
შპს გბ ლოჯისტიკი - 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს გივი ბოსტოღანაშვილი ფლობს.
შპს ემჯიპი ტრეიდ აიენსი - 2023 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% -ს ნიკოლოზ ბარნაბიშვილი ფლობს.
შპს ვოთერლენდი - 2014 წელს დაფუძნდა. 100%-ს ყაზახეთში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა ინვესტ რითეილი ფლობს.
შპს ლოადს - 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს მალხაზი კიკაბიძე ფლობს.
შპს საირმე მინერალ ვოთერს - კომპანია 2003 წელს დაფუძნდა. იაკოვ გვიჩია, საქართველო, /რუსეთის ფედერაცია/ 92% ; გია გვიჩია, /სენტკიტსი და ნევისი/ 4% ხათუნა გვიჩია, RE0035368 /სენტ-კიტსი და ნევისი/ 4%
შპს წაღვერი - 1995 წელს დაფუძნდა. გოჩა ჩხაიძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 50% სერგეი კაციევ, /რუსეთის ფედერაცია/ 50%.
შპს ჯორჯიან მინერალ ვოთერ - 2019 წელს დაფუძნდა. 100% -ს გოჩა ცერცვაძე /რუსეთის ფედერაცია/ ფლოობს.
უახლესი