დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-10 კომპანია, რომელმაც პირველ კვარტალში უცხოეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდა

TOP-10 კომპანია, რომელმაც პირველ კვარტალში უცხოეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდა

17-05-2024 14:00:00

ცნობილია, TOP-10 კომპანია, რომელმაც პირველ კვარტალში უცხოეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდა. Business Insder Georgia-სთვის საქსტატიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი პროდუქცია შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს: 

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალისს
  • RMG Copper
  • სს რუსთავის აზოტი
  • შპს აჭარა ტექსტილე
  • შპს კ და ქართული სპირტი
  • შპს კავკასიის ავტოიმპორტი
  • შპს მნ გრუპი-2021
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს ჯეი თი აი კავკასუს
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი

(ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

ვინ ფლობს TOP-10 ექსპორტიორ კომპანიას: 

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალისს, რომელიც 1997წელს დაფუძნდა ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V., 70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო, 05.05.1995. დირექტორი ივანე მაჭავარიანი. 

სს რუსთავის აზოტი - მმართველობის ორგანო აქციონერთა კრება სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე/წევრი: პრაკაშ კეჯრივალ, /სინგაპური/  თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: რაჰულ სინგჰ, /ინდოეთი/  წევრი: ეფრემ ურუმაშვილი, გენერალური დირექტორი ჯეი პრაკაშ ჯაჯუ /ინდოეთი/. 

RMG Copper- სამეთვალყურეო საბჭო  თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი, /რუსეთის ფედერაცია/    თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, /რუსეთის ფედერაცია/  წევრი: ირინა ნიკიფოროვა, /რუსეთის ფედერაცია/  აღმასრულებელი დირექტორი ჯონდო შუბითიძე.

შპს აჭარა ტექსტილე - 100%-ს ფლობს  ს.ს "აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ", თურქეთი/ 

შპს კ და ქართული სპირტი - ვახტანგ კარიჭაშვილი,  /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 80% გიორგი ღამბაშიძე,  /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 20%.

შპს კავკასიის ავტოიმპორტი - ლევან სურგულაძე, 27.9% გიორგი სურგულაძე,  /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ გიორგი სურგულაძე,  /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ 34.875% დავით გულაშვილი, 10% გიორგი გულაშვილი,  27.225%.

შპს მნ გრუპი-2021 - სულხან ხვედელიძე, 33% გიორგი თურქაძე, 17% გურამ თალაკვაძე, 50%. 

შპს ტოიოტა კავკასია - ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ, /იაპონია/,100%. 

შპს ჯეი თი აი კავკასუს - კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება JT International Holding B.V.,  /ნიდერლანდები/ - 100%. 

შპს ჯორჯიან მანგანეზი - შპს ფერომედი 100%. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 326.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ შემცირდა 9.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3 373.3 მლნ. აშშ დოლარს – კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 721.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 619.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 330.6 მლნ. აშშ დოლარით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები