თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას.
ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე- AutomationSTAR 2024 დასწრების შესაძლებლობა ტესტირების ავტომატიზაციის 10 ინჟინერს მისცა. ტექტალანტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო არაერთს საინტერესო სემინარში, რაც მათიცოდნისა და გამოცდილების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
AutomationSTAR 2024, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო თემებითა და სპიკერებით გამოირჩევა,დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიების შესწავლის, პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთანდაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
“თიბისი ორიენტირებულია თანამშრომლების განვითარებასა და პროფესიული ზრდის მიმართულებით ინვესტირებაზე, რათა უზრუნველყოს კომპანიის წარმატება და ინოვაციურობა. ეს აძლიერებს, როგორც ჩვენსმოტივაციას, ისე - კომპანიის კონკურენტუნარიანობას”, - აღნიშნავს თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი,გიგა კობახიძე.
AutomationSTAR 2024-მა დამსწრე აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ტესტირების მომავალი ხელოვნურიინტელექტის ათვისებასა და გუნდურ მუშაობაშია. განვითარებად ტექნოლოგიურ გარემოში, წარმატება არამხოლოდ ახალი ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ათვისებას, არამედ ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელიცხელს უწყობს განვითარებას, თანამშრომლობასა და ინოვაციურობას.
უახლესი
34 წუთის წინ
ლარი ევროსთან კიდევ გამყარდა1 საათის წინ
Tripcamp-ი სომხეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს