დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის პარტნიორი კომპანია DoReMi-ს წარმატება საქართველოს საზღვრებს გარეთ

თიბისის პარტნიორი კომპანია DoReMi-ს წარმატება საქართველოს საზღვრებს გარეთ

30-03-2024 16:18:00

ქართული ნატურალური ქვევრის ღვინო წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სახელი უკვე კარგა ხანია ტურისტული კლიშედან ღვინოსთან დაკავშირებული ავტორიტეტული გამოცემებისა თუ ფესტივალების ნაწილად იქცა. სწორედ ნატურალური, უნიკალური ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინის წარმოებამ დაუმკვიდრა ქართულ ღვინოს გამორჩეული ადგილი მსოფლიო ბაზარზე. ამ მიზეზით ბოლო ათ წლეულის განმავლობაში ძალზე გააქტიურდა ქვევრის ღვინის წარმოება.

 

კომპანია DoReMi ერთ-ერთი პიონერია მსგავს მარნებს შორის. 2014 წელს, როცა გიორგი წირღვავამ მეგობარ მამუკა წიკლაურთან ერთად გადაწყვიტა ამ საქმეს მოჰკიდებოდა, ნატურალურ მეღვინეობა არც თუ ისე გავრცელებული იყო და  საქართველოში (ამ დროისათვის მათი რიცხვი კი უკვე 100 აჭარბებს). ნატურალური მეღვინე სულ 30-მდე თუ იქნებოდა. სწორედ მათი დამსახურებით მოხდა ნატურალური ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია და მსოფლიოში მისი ცნობადობის ამაღლება. 

 

 

„ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ჩვენ ოჯახებში არსებული ღვინის დაყენების მამაპაპისეული ცოდნა-გამოცდილება და მიზნად დავისახეთ ენდემური ყურძნის ჯიშებისაგან, უძველეს ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობით დაგვეყენებინა საუკეთესო ქართული ნატურალური ქვევრის ღვინო. 2014 წელს მეგობრის მარანში, სადაც 10-მდე ქვევრი იყო განთავსებული, დავწურეთ პირველი მოსავალი და შესაძლებლობა მოგვეცა, ღვინის მოყვარულთა ფართო სპეკტრისთვის გაგვეცნო ჩვენი ღვინოები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ: ამერიკის შეერთებული შტატებში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში.“

 

„ახმეტის მწვანის“ (ადგილწარმოშობის ღვინო) სიყვარულის გამო, 2019 წელს, ალავერდის მონასტრის სიახლოვეს სოფელ ოჟიოში კომპანიამ მარანი ააშენა. იქვე, 6 ჰექტარზე გაშენდა ნაკლებად გავრცელებული ძველი აბორიგენული ჯიშები -„კახური მწვანე“, „ქისი“, „ხიხვი“, „ახმეტის წითელი“, „იყალთოს წითელი“, „ღრუბელა“ და ა.შ. - რომლებიც მაღალი გემოვნური თვისეებით ხასიათდება, თუმცა მცირე მოსავლიანობის თუ გარემოსადმი მეტად მგრძნობელობის გამო, ნაკლებადაა გავრცელებული. DoReMi-მ სწორედ ამ ჯიშებზე - გააკეთა აქცენტი.

 

 

„მარნის აშენებისთვის მივმართეთ თიბისი ბანკს. შეღავათიანი აგრო-კრედიტი ავიღეთ და მარანი ასე ავაშენეთ. ჩვენი თანამშრომლობა ამით არ დასრულებულა – რთველის დროს ყოველწლიურად ვიღებთ ხოლმე სესხს“.

დღეს კომპანიის ღვინოები უკვე ექვს კონტინეტზე იყიდება. ექსპორტი 17 ქვეყანას მოიცავს. გეოგრაფიულ არეალზე არანკალებ შთამბეჭდავი კომპანიის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული ჯილდოების ჩამონათვალია. DoReMi არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული თუ პრიზიორი გამხდარა წლების განმავლობაში. ბოლო, 2023 წლის წარმატების ხსენებაც კმარა – პრესტიჟულმა ამერიკულმა Wine and Spirit Magazine-მა DoReMi-ის ღვინო მსოფლიოს 100 საუკეთესო ღვინოებს შორის დაასახელა.

 

მიუხედავად შთამბეჭდავი წარმატებისა, რაც საწარმომ მსოფლიო თუ ადგილობრივ ბაზარზე მოიპოვა, კომპანიის დირექტორი თვლის, რომ საქართველოში ამ სფეროში კიდევ ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი.

 

 

„ხარისხზე მუშაობა უმთავრესია, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში. ჩვენს ოჯახებში თაობების განმავლობაში იწურებოდა ღვინო, ახლა უკვე ათი წელია მთლიანად ვართ ჩართული ამ სფეროში, მაგრამ ეს საკმარისი არაა და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო“. 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები