დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართება

20-06-2024 20:03:00

4 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, საერთაშორისოტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ. თიბისი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს კონფერენციას და როგორც წამყანი ტექნოლოგიური კომპანია მონაწილეობს მასში.  

 

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვაკომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსუზიარებენ.     

 

წელს კონფერენციას 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, მათ შორის არიან მოწვეული უცხოელიგამომსვლელები. წლევანდელი ფოკუსი სამი ძირათი თემის გარშემო იქნება, ესენია: FinOps, ციფრულიტრანსფორმაცია, კიბერ-უსაფრთხოება, Big Data და AI.  

 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება  ინფორმაციისმართვის დირექტორის მოადგილის, იური სემენიხინის მიერ, რომელიც გაგვიზიარებს ბანკის ხედვას დაგამოცდილებას, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევებიგაიარა ამ გზაზე.

 

ასევე, კონფერენციაზე თიბისი წარმოდგენილი იქნება მონაცემთა ანალიზის გუნდიდან ორი წარმომადგენლით: მანანა ქირია და ლაშა ფანცხავა, რომლებიც MSOps და AI თემას წაიყვანენ.

  
ჩვენ შევეცდებით კონფერენციაზე დამსწრე ადამიანებს დავანახოთ, სად არის ტექნოლოგიების, ფინანსების და ბიზნეს ამოცანების თანხვედრის წერტილი, რომელიც ააჩქარებს ბიზნესისგამჭვირვალობას და მას ინოვაციების უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს.  

 

ამგვარი კონფერენციები აძლიერებს ტექ კომუნას, ჩვენ  ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ ტექზეილაპარაკონ ტექნოლოგიების და ბიზნესის ჭრილში და ზოგადად დისკუსია გავაღვივოთ, ცოდნა, ახალისწავლებები და წლიდან წლამდე მომხდარი სიახლეები გავუზიაროთ ერთმანეთს. გარდა ამისა, ეს არის ადგილი ნეთვორქინგისთვის, რომ ადამიანები აქედან ახალი იდეებითა და კონტაქტებით წავიდნენ”, - იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.  

 

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებშიდა გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიურიკომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 4 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ: https://changeinspire.ge/#about-conference 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები