დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ტენე“ ქსელის გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს - ირაკლი ბურჭულაძე

„ტენე“ ქსელის გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს - ირაკლი ბურჭულაძე

19-01-2024 17:00:00

საქართველო პატარა ბაზარია ნებისმიერი წარმოებისთვის და რაღაც ეტაპზე საჭიროა ექსპორტზე გასვლა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან „ტენეს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა.

„გვაქვს რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკება, დაინტერესება დიდია. ჩვენ პირველ ეტაპზე ვცდილობთ მხოლოდ ჩვენი პროდუქცია კი არ გავიტანოთ ექსპორტზე, არამედ, თვითონ წარმოება დავნერგოთ იმავე ქვეყანაში და იგივე პრინციპი რასაც აქ ვაკეთებთ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვეძებთ პარტნიორებს მეზობელ ქვეყნებში, რომელთაც ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებთ, გავმართავთ წარმოებას, ექსპორტი ყველა შემთხვევაში გარდაუვალია. დიდი ალბათობით 2024 წელს ამ გეგმას განვახორციელებთ“, - ამბობს ბურჭულაძე.

თუმცა „ტენეს“ აღმასრულებელი დირექტორი ჯერ არ ასახელებს პოტენციურ პარტნიორებს ვისთანაც კომპანია მოლაპარაკებას მართავს.

ამასთან 2024 წელს „ტენე საქართველოს  რეგიონებში შესვლას გეგმავსკერძოდდიდ ქალაქებში - ბათუმშიქუთაისშიზუგდიდსა და თელავში „ტენეს“ პლასტმასას ჩასაბარებელი პუნქტები გაიხსნებასადაც მომხმარებელი მიიტანს პლასტმასის ნარჩენებს

შეგახსენებთ, რომ „ტენეს“ ოფისსა და ქარხანაში დასაქმებულია 50-მდე თანამშრომელი. ქარხანა მდებარეობს წეროვანში, სადაც ძირითადად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული.

იგივე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები