ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის დროს დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში.
6-7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ განსაკუთრებით ბაღდათის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სამწუხაროდ, მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა, რამდენიმე პირის მიმართ კი ძებნა-შველის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
აქვე გვინდა, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ სამაშველო სამუშაოებში ჩართული მეხანძრე-მაშველების მიმართ, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ სტიქიის ზონაში.
ბაღდათის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს „თეგეტა ჰოლდინგი“ დაეხმარება.
უახლესი
50 წუთის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო1 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი