დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 41%-ით მეტი თანხა შევიდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის იანვარში თბილისში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში 1,416,746.65 ლარის აკუმულირება მოხდა, 2023 წლის იანვარში კი 1,004,593.25 ლარის.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 19,024,257.42 ლარი შევიდა, 2022 წელს კი 5,020,614.31 ლარი. წლიურ ჭრილში ზრდა 279%-ია.
ავტოტრანსპორტი, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება:
თუ ავტომობილი გაჩერებულია „დგომა აკრძალულია “ და „გაჩერება აკრძალულია “ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გადაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს;
თუ ავტომობილი გაჩერებულია ფასიანი პარკირების ზონაში 12 საათზე მეტ ხანს და არ არის გადახდილი პარკირების საფასური;
თუ ავტომობილი გაჩერებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ პარკირების ადგილზე და ავტომობილზე არ არის შესაბამისი საცნობი ნიშანი დამაგრებული;
თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის საგზაო მოძრაობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს;
დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევის შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;
უახლესი