სამუშაო დღეებში, 24 საათის განმავლობაში, დედაქალაქში საშუალოდ, 700 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ შემცირდეს ავტომობილებზე დამოკიდებულება.
„რისთვისაც საჭიროა, რომ ქალაქს ჰქონდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი მეტი ზოლი და ალტერნატიული გადაადგილებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, ხოლო მოსახლეობამ ამის შემდეგ თავად განსაზღვროს, გადაადგილების რა საშუალება გამოიყენოს.
მეტი ავტომობილი ავტომატურად ნიშნავს მეტ გამონაბოლქვს, ხმაურსა და საცობს, რაც, როგორც კერძო ავტომობილით, ისე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას ართულებს და ქმნის არაჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს“, - აცხადებს ვიქტორ წილოსანი.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი