დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის ზღვაზე მდებარე Georgian Sailing Club-ი საიალქნო სპორტის ოლიმპიურ სახეობაში ბავშვების მომზადებას იწყებს

თბილისის ზღვაზე მდებარე Georgian Sailing Club-ი საიალქნო სპორტის ოლიმპიურ სახეობაში ბავშვების მომზადებას იწყებს

12-09-2023 17:00:12

საქართველოს საიალქნო კლუბის ბაზაზე მომდევნო წლიდან საბავშვო იახტკლუბი გაიხსნება, სადაც პროფესიონალი მწვრთნელები ბავშვებს სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მოამზადებენ.

საქართველოს საიალქნო კლუბის ეკიპაჟი SAIL WITH US georgian sailing club GSC - ს დამფუძნებელი, შკიპერი, IYT საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი, გამოცდილი იახტსმენი, საქართველოს საიალქნო კლუბის კაპიტანი კახაბერ ნონიაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ კომპანია ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, თუმცა შეძლეს, მოსახლეობისთვის გაეცნოთ პრესტიჟული სპორტი, მსურველებს მისცეს საშუალება, შეისწავლონ იახტის მართვა თბილისიდან გაუსვლელად და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება რეგატებში მონაწილეობით.

ამ დროისთვის კლუბი განლაგებულია "თბილისის ზღვის კლუბი"-ის ტერიტორიაზე. სადაც ეგრე წოდებული პანტონია აშენებული.

,,ჩვენი კლუბის მთავარი მისია არის საიალქნო სპორტის განვითარება საქართველოში. ამ მიზნით კლუბმა შეისყიდა სპორტული იახტები, მოიზიდა კვალიფიცირებული გამოცდილი მწვრთნელები და ახორციელებს ვარჯიშებს თბილისის ზღვაზე. ჩვენი მოსწავლეები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა რბოლებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. კლუბის განვითარების შემდეგი ეტაპია - მართვის საერთაშორისო ლიცენზიების გაცემა (IYT), რაც მისცემს ყველა მსურველს გაიაროს ჩვენი კურსები და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად გახდეს ლიცენზიის მფლობელი და დამოუკიდებლად მართოს იახტა ნებისმიერ ქვეყანაში", - აცხადებს ნონიაშვილი.

მისი ინფორმაციით, ლიცენზიის გაცემა გაზაფხულზე დაიწყება.

,,გვჭირდება ღია ზღვა, ამიტომ გადავწყვიტეთ ლიცენზიის გაცემა გაზაფხულიდან დავიწყოთ. ამავე პერიოდიდან ვიწყებთ ბავშვების წვრთნებსაც სპორტის ოლიმპიური სახეობისთვის მოსამზადებლად. ველოდებით დიდ დაინტერესებას. ვეცდებით, რომ ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ჩვენი კურსის გავლა სურს", - ამბობს კახაბერ ნონიაშვილი.

GSC -ის მფლობელობაშია ორი 25 ფუტიანი სპორტული იახტა "Conrad 25", სამი ოლიმპიური ტიპის სპორტული იახტა "Laser", 1 კატერი. კლუბის მიერ საქართველოში მომზადებული ეკიპაჟი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო რეგატებში. შავი ზღვის კლუბის სპონსორია კომპანია VOLVO, რომლის მხარდაჭერითაც ქართული ეკიპაჟი საერთაშორისო რეგატებში მონაწილეობს.

2023 წლის მაისში წარმატებულად იასპარეზა "Gocek Race Week" თურქეთში. ასევე ამ წლის ოქტომბერში მონაწილეობას მიიღებენ კიდევ ერთ საერთაშორისო რეგატაში ხმელთაშუა ზღვაზე.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ GSC ერთადერთი კლუბია საქართველოში, რომელსაც აქვს საერთაშორისო მართვის ლიცენზიების გაცემის უფლება, რაც მოიზიდავს უამრავ ადამიანს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ცნობისთვის, Georgian Sailing Club-ი 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიაში დასაქმებულია 5 კვალიფიციური მწვრთნელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

1 დღის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები