დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის შემდეგ re:school-ის სასწავლო ცენტრები ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება

თბილისის შემდეგ re:school-ის სასწავლო ცენტრები ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება

26-07-2023 16:00:41

თბილისის შემდეგ, ბათუმსა და ქუთაისში ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტის პირველი სასწავლო ცენტრები ამოქმედდება.

როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ განაცხადა, ბათუმში re:school-ი სწავლის მსურველების მისაღებად უკვე მზადაა, ხოლო ქუთაისში ამ დროისათვის შესაბამისი ფართის მოძიება მიმდინარეობს და იმერეთშიც სკოლა ბათუმის მსგავსად სექტემბრიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება ბათუმის re:school-ში მისაღებად მსურველების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. 

„24 სექტემბერს თბილისის re:school-ის მსგავსად სწავლა დაიწყება ბათუმის re:school-შიც. ის ყველა პროგრამა რაც თბილისში გვაქვს ვებ-პროგრამირება, თამაშების შექმნა, სრული მოდული თავისი ბონუს შეხვედრებით იქნება ბათუმშიც და ქუთაისშიც. ქუთაისის re:school-თან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს გავდივართ და ლოკაციის დამტკიცების შემდეგ ქუთაისზეც გამოვაცხადებთ მიღებას. 

ბათუმში კი ჩვენი სივრცე უკვე გაქვს, რომელიც უკვე გადმოგვეცა და re:school-ში მივიღებთ 9-დან 11-მდე და 12-დან 14 წლამდე მოსწავლეებს. ასევე გვექნება  რე:ედუქეითი 15+ ახალგაზრდებისთვის რა პროგრამაც გაქვს. საგანმანათლებლო მიმართულება რაც თბილისში გაქვს re:school-ი და რე:ედუქეითი 23-24 სექტემბრიდან ბათუმშიც გვექნება“- განმარტავს  re:school-ის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, re:invent--ს ბათუმში საქმიანობაზე საკმაოდ დიდი გეგმები აქვს.

„ბათუმში სტარტაპების მიმართულებასაც ვაპირებთ და იქ re:invent-ის სხვა მიმართულებებიც იქნება წარმოდგენილი. ბათუმში საკმაოდ მასშტაბურად ვიქნებით წარმოდგენილები და აქტიურად ვთანამშრომლობთ აჭარის მთავრობასთან და ასე შემდეგ“, - ამბობს სალომე მგელაძე.

არსებული გამოცდილების თანახმად, re:school-ში  სწავლის მსურველების აქტიურობას უკვე სექტემბრის დასაწყისიდან ელოდებიან.  „ჩვენთან ძირითადად რეგისტრირდებიან სექტემბრის დასაწყისი, ანუ სწავლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და საბოლოო რაოდენობა მოგვიანებით ჩამოყალიბდება. რაღაც რაოდენობა უკვე დარეგისტრირებულია კიდეც“, - ამბობს re:school-ის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ re:invent პირველი ვენჩურული სტუდიაა საქართველოში, რომელიც სტარტაპების ეკოსისტემას აერთიანებს და ამავე დროს, საკუთარი საგანმანათლებლო პლატფორმა აქვს, სადაც re:invent-ის გუნდის წევრები, ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები, ახალგაზრდებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

კომპანია აჭარაში სრულიად ახალი კონცეფციის ცენტრს ქმნის. ციფრულ ინდუსტრიაში მსოფლიოს უახლესი მიღწევების გამოყენებით, კომპანია საქართველოში უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს.

დაინტერესებული პირები ახლა უკვე ბათუმში არსებულ სივრცეში, ციფრული პროფესიების სფეროში ისეთ მოთხოვნად მიმართულებებს დაეუფლებიან, როგორიც არის: ვებ პროგრამირება, Full Stack დიზაინი, კიბერუსაფრთხოება და თამაშების შექმნა. re:educate-ის და re:school-ის წარმატებული კურსდამთავრებულებს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა, re:invent-თან და მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად ექნებათ.

ციფრული ტექნოლოგიების ახალი ცენტრი ფუნქციონირებას აჭარის მთავრობისა და კომპანია re:invent-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელებს.

სივრცე ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში განთავსდება და აღნიშნულ სფეროში ცოდნის მიღებით დაინტერესებულ პირებს თავიანთ გამოცდილებას, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები გაუზიარებენ. კომპანიასა და ინკუბატორს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო ცენტრში ბათუმელი სტუდენტები და საჯარო სფეროში დასაქმებული პირები, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ცოდნას უსასყიდლოდ მიიღებენ.

დაინტერესებული პირები re:school-ში ციფრული ტექნოლოგიების გარდა, ემოციურ ინტელექტს, ბიზნესის დაწყებას, ცხოვრების დაგეგმვას, ჯანსაღი ცხოვრების წესს ისწავლიან.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები