დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის მერიის მიზანი ავტომობილებზე დამოკიდებულების შემცირებაა - ვიქტორ წილოსანი

თბილისის მერიის მიზანი ავტომობილებზე დამოკიდებულების შემცირებაა - ვიქტორ წილოსანი

12-10-2023 02:52:39

თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც  მსოფლიოში ყველა განვითარებული ქალაქის მიზანი ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირებაა. ამის შესახებ ამის შესახებ business insider Georgia-ს მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.

როგორც ვიქტორ წილოსანი ამბობს, განვითარებული ქალაქებს ეს მიზანი იქიდან გამომდინარე აქვთ, რომ ქალაქებმა  ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნა შეძლონ და თანაც საცობების გამომწვევ მთავარ მიზეზად სწორედ საკუთარი ავტომობილების რაოდენობა მიიჩნევა.

ვიქტორ წილოსანისთვის  ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირება ნიშნავს, უფრო უსაფრთხო გარემოს, უფრო სუფთა ჰაერს და მეტ სივრცეს ადამიანისთვის. 

„საბედნიეროდ ის ეტაპი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ყველა განვითარებულმა ქალაქმა გაიარა, შესაბამისად ამისთვის ახალი ექსპერიმენტები არ გვჭირდება. ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად საჭიროა უფრო უსაფრთხო ქუჩები, მეტი ინფრასტრუქტურა ალტერნატიული და ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის და კარგად განვითარებული“, - აცხადებს წილოსანი.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები