თბილისი ახალი წლის გასატარებელ 10 საუკეთესო ქალაქს შორის მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Forbes ავრცელებს. თბილისი სიაში მეხუთე ადგილზეა.
„თბილისი, შეიძლება ითქვას, რომ ახალი წლის შესახვედრად ყველაზე ორიგინალური არჩევანია თავისი ფასებით. თბილისი ლონდონსა და პარიზზე ხუთჯერ უფრო იაფია. თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იმავე ფასად შეგიძლია დარჩენა, რამდენიც ბერლინში სამვარსკვლავიანი სასტუმრო ღირს. აღსანიშნავია უსაფრთხოებაც. თბილისი კრიმინალის ძალიან დაბალი დონით გამოირჩევა. ასევე, იქ მოხვედრა მარტივია ბრიტანელი და ამერიკელი ტურისტებისთვის (ვიზის აღება საჭირო არ არის). ეს ადგილი ასევე არაჩვეულებრივია საკვებისა და ღვინის მოყვარულებისთვის. თბილი საშობაო და საახალწლო დეკორაციები იანვრის შუა რიცხვებამდეა მორთული. გარდა ამისა, იმართება ბევრი კონცერტი. თბილისის საახალწლო სოფელი და მორთულობა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში“, - წერია სტატიაში.
სტატიაში, პირველ ადგილს პორტუგალიის კუნძული, მადეირა იკავებს. კვლევისთვის 112 ქვეყნის, 11 963 მოგზაური გამოკითხა.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა