დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თაფლის წარმადობა 4-ჯერ შეგვიმცირდა, ვერც ექსპორტზე გავედით - „რუხი დედოფალი“

თაფლის წარმადობა 4-ჯერ შეგვიმცირდა, ვერც ექსპორტზე გავედით - „რუხი დედოფალი“

16-01-2024 18:00:00

4 წელია ბაზარზე ვოპერირებთ და 2023 წელი ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე რთული იყო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თაფლის მწარმოებელი კომპანიის „რუხი დედოფლის“ დამფუძნებელმა თამარ კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი თქმით, წარმადობა 2023 წელს თითქმის 4-ჯერ შეუმცირდათ და ვერც ექსპორტზე გავიდნენ.

„2023 წელს დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან გაზაფხულზე თაფლოვანი მცენარეების ყვავილობას დასავლეთ საქართველოში უამინდობა დაემთხვა. შესაბამისად, იმ რაოდენობის თაფლი ვერ დავწურეთ რა მოლოდინიც გვქონდა. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ის გემოვნური თვისებებიც აღარ ჰქონდა თაფლს, რაც წინა წლებში იყო და რა ხარისხზეც აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეკვეთები მივიღეთ. შესაბამისად ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა კომპანიისთვის.

კერძოდ, ინვესტორებისთვის სინჯების გაგზავნა თავიდან მოგვიწია და ეს პროცესი თავიდან გავიარეთ, როგორც წლების წინ“- ამბობს მეწარმე.

კომპანიამ თაფლის სინჯები უკვე გაგზავნა საუდის არაბეთსა და კატარში.

„თებერვალში ველოდებით ინვესტორებს საქართველოში და დიდი ალბათობით 2024 წლის მარტში საუდის არაბეთსა და კატარში თაფლის პირველ პარტიას გავიტანთ“, - ამბობს „რუხი დედოფლის“ დამფუძნებელი.

„რუხი დედოფლის” თაფლის საწარმო წალენჯიხაში მდებარეობს. კომპანიის წარმადობა წლიურად 8 ტონა თაფლია. 2023 წელს კი 2 ტონა თაფლი აწარმოეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები