დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თაფლის ექსპორტი 58%-ით შემცირდა - სად იყიდება ქართული თაფლი

თაფლის ექსპორტი 58%-ით შემცირდა - სად იყიდება ქართული თაფლი

16-08-2023 09:00:49

თაფლის ექსპორტი 58%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 372.55 ათასი დოლარის 40.13 ტონა თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 6 თვის მაჩვენებლები 95.5 ტონას შეადგენდა.

საქართველოში მოწეული თაფლისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთია, სადაც 2023 წლის პირველ ნახევარში მთლიანი ექსპორტის 51%-ი გავიდა. 

სად იყიდება ქართული თაფლი - ტოპ-5 ქვეყანა

  • საფრანგეთი - 20.40 ტონა,
  • ჩეხეთი - 6.02 ტონა,
  • ლიბანი - 3.74 ტონა,
  • გერმანია - 3.28 ტონა,
  • კანადა - 2.68 ტონა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოდან თაფლის ექსპორტი მზარდია. რეკორდული 2022 წელი იყო, როდესაც ქვეყნიდან 1,175.58 ათასი დოლარის ღირებულების 258.18 ტონა თაფლის ექსპორტი დაფიქსირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები