დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სურამში მდებარე Park Hotel Surami Chalet & Restaurant-მა ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნების მიღება დაიწყო

სურამში მდებარე Park Hotel Surami Chalet & Restaurant-მა ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნების მიღება დაიწყო

01-04-2023 00:09:00

სურამში მდებარე Park Hotel Surami Chalet & Restaurant-მა (სასტუმრო სურამი შალე) ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნების მიღება აქტიურად დაიწყო.

სასტუმროს დამფუძნებელი და დირექტორი ჯულია ანპილოკოვა, რომელიც 2002 წლიდან საქართველოში ცხოვრობს აქცენტს სტუმრებთან ურთიერთობაზე აკეთებს და მიაჩნია, რომ ოჯახური და მყუდრო გარემოს შექმნისთვის მათ თავად უნდა ეკონტაქტოს. 

„სასტუმრო ბიზნესი საოჯახო სტილისაა, ამიტომ თავად ვცდილობ სტუმრებთან კომუნიკაციას. რაც მაკლდა სასტუმროებში ყოფნისას, მინდოდა ჩემს სასტუმროში დამენერგა, ანუ კომუნიკაცია სასტუმროს მენეჯმენტსა და სტუმარს შორის, ოჯახური გარემო. ასე შევიძინე ბევრი მეგობარი და ამიტომ სულ ვცდილობ მუდმივი კონტაქტი მქონდეს სტუმრებთან ტელეფონით თუ ელექტრონული ფოსტის საშუალებით“, - აცხადებს Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ის მფლობელი. ​

ოჯახური გარემოს გარდა Park Hotel Surami Chalet & Restaurant- სტუმრებს 5 კოტეჯს, ღია თერმო აუზს, საუნას - „კასრი“ და რესტორანს სთავაზობს. ზაფხულში, შუა კვირის დღეებში კოტეჯის ღირებულება 500 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას კი ღამის თევა 600 ლარი.

ამ ფასში კოტეჯის გარდა შედის აუზის და საუნის მომსახურება. 

„ჩვენი სასტუმრო კომპლექსი სურამში შუაგულ ტყეში მდებარეობს. სტუმრებს 5 კოტეჯს ვთავაზობთ. თითო კოტეჯი გათვალისწინებულია 4 ზრდასრულ პერსონაზე. კოტეჯები სრულადაა აღჭურვილი იმ სერვისებით, რაც საჭიროა სრულფასოვანი დასვენებისთვის.

ტერიტორიაზე გვაქვს 2 თერმული აუზი, საუნა და რესტორანი. სასტუმრო უკვე მეორე წელია რაც ფუნქციონირებს, რაც შეეხება ჯავშნებს სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ზაფხულის ჯავშნების მიღება უკვე აქტიურად მიმდინარეობს. იმიტომ, რომ სურამი საკმაოდ კარგი საკურორტო ზონაა ბავშვებისთვის, ვისაც სჭირდება იმუნიტეტის ამაღლება და სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ.

შესაბამისად დიდი მოთხოვნა გვაქვს მაისიდან-აგვისტოს ბოლომდე. ამ პერიოდში ჩვენთან ძირითადი დატვირთვა, მაინც საოჯახო ტიპის დასვენებაზე მოდის, ხოლო სექტემბრიდან კი აქცენტი უკვე სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობაზეა, მათ შორის ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და ასე შემდეგ“, - აცხადებს ჯულია ანპილოკოვა.

რაც შეეხება რესტორან „შალეს“ აქ სტუმრებს რამდენიმე სახეობის მენიუ ელოდებათ.

„ჩვენს რესტორანში შემოსულ სტუმარს ვთავაზობთ ძირითადად სამი სახეობის მენიუს: ქართული, ევროპული და იტალიური. როგორც იცით მე უკრაინელი ვარ და ასევე ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე ვთავაზობთ უკრაინულ კერძებსაც. ძალიან მოყვარული ვარ უზბეკური სამზარეულოსი და უზბეკური კერძების შეთავაზებაც შეგვიძლია“, - ამბობს ჯულია ანპილოკოვა.

მისვე განმარტებით, რესტორანში ზოგადად ყველა მიმართულება მუშაობს,

„იმიტომ რომ ჩვენი სტუმრების რაოდენობა მრავალფეროვანია, რადგანაც სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან და შესაბამისად მოთხოვნა მაღალია“.

ტურისტული კომპლექსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ობიექტი უკვე საკმაოდ ცნობილია საზღვარგარეთ და Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ი სტუმრებს იღებს ისრაელიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან,არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, პალესტინიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან.

კომპლექსმა მუშაობა 2022 წლის 7 ივლისიდან დაიწყო და წლის ბოლომდე მიღებული სტუმრების სტატისტიკაში 60%-ი ადგილობრივი, ხოლო 40%-ი უცხოელი იყო.

Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ის მფლობელის განმარტებით, კომპლექსის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიციის მოცულობა 2 მლნ 235 ათას ლარს შეადგენს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები