სულ მცირე, წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით. ბუნებრივ აირზე კი უფრო ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს დადგენილი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ პრესკლუბ „მთავარში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სემეკმა მოქალაქეებს არასწორად დარიცხული და ასევე, ხანდაზმული დავალიანების სახით გასულ წელს, 1.4 მლნ ლარამდე თანხა ჩამოაწერა.
„არასწორად დარიცხული, ან ზედმეტად დარიცხული, ან ხანდაზმული დავალიანების სახით, კომისიის მიერ, 1.4 მლნ ლარამდე იქნა ჩამოწერილი. კომპენსაცია, მეტწილად, ელექტროენერგიის სექტორში გაიცა, ხოლო ჩამოწერილი თანხებიდან, ხანდაზმული დავალიანებები ჭარბობს. რაც შეეხება ტარიფებს, სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია უცვლელია.
მინიმუმ, 1 -1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით. ბუნებრივ აირზე კი უფრო ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს დადგენილი“,- განაცხადა ნარმანიამ.
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა