სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ანაკლიის პორტი იყოს მსხვილი კონსორციუმის მიერ დაფინანსებული, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა.
PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს აზერბაიჯანის მხრიდან ანაკლიის პორტით დაინტერესება აფიქრებინებს, რომ გაცილებით მეტ პროცესებს აქვს ადგილი, ვიდრე საზოგადოებას საჯარო განცხადებებიდან ესმის.
„მნიშვნელოვან ფაქტად მესახება ალიევის განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რადგანაც ვიცით, რომ ამჯერად ღია საკონკურსო პროცესი მიმდინარეობს. დაფიქსრიდა ინტერესი ჩინეთის მხრიდან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან. ვფიქრობ, რომ იმაზე მეტ პროცესებს აქვს ადგილი, ვიდრე ჩვენ საჯარო განცხადებებიდან გვესმის. უკეთესი იქნება პროცესს ოფიციალური პირების მხრიდან მეტი ღიაობა ჰქონდეს, რადგან ამ ეტაპზე მაინც მარჩიელობა გვიწევს. ჩემი აზრით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ანაკლიის პორტი იყოს მსხვილი კონსორციუმის მიერ დაფინანსებული. სასურველია კაპიტალი იყოს შერეული. შერეულ კაპიტალში ვგულისხმობ კაპიტალს ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან, ამერიკიდან, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნიდან, თუნდაც შეიძლება ეს იყოს მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის სივრცეში ოპერირებს. ამით ჩვენ მოვახრეხებდით და არ გავხდებოდით ზედმეტად დამოკიდებული ერთ დამფინანსებელზე. ეს როგორც წესი არის ძალიან მსხვილი ინვესტიციაა და ერთ ინვესტორზე დამოკიდებულება შეიძლება ეკონომიკური დამოკიდებულებიდან პოლიტიკურ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს, რაც კარგი არ არის“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
უახლესი
10 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო