გიზიარებთ ბლოგს: რეკორდული მოგებისა და პოზიტიური სამომავლო პერსპექტივის გაცხადების შემდეგ, Spotify Technology (SPOT)-ის აქციების ფასი იზრდება.
სამშაბათს Spotify Technology (SPOT)-მ თავისი მეორე კვარტლის მოგება გამოაცხადა, რითაც მოლოდინის გადაჭარბება შეძლო. აუდიო გიგანტი მოგების რეკორდულ ნიშნულსაც მიუახლოვდა და ყველაფერ ამას კომპანიამ ბოლოდროინდელი "ეფექტურობის" სტრატეგიის წყალობით მიაღწია.
შემოსავალი ანალიტიკოსების წინასწარ შეფასებებს შეესაბამებოდა, თუმცა ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ინვესტორები ფაქტით სულაც არ შეშფოთებულან, იმ ფონზე, რომ აქციების ფასი ჯერ კიდევ წინასამარკეტო ვაჭრობისას 10%-ზე მეტით გაიზარდა.
ივნისში Spotify Technology (SPOT)-მ გამოაცხადა, რომ აშშ-ს პრემიუმ სააბონენტო გეგმების ფასებს გაზრდის, ახალი ფასები კი სწორედ ამ თვიდან ამოქმედდება (აღსანიშნავია, რომ Spotify-მ ფასებს გასულ ზაფხულსაც უმატა).
ფასების კორექტირების გარდა, Spotify Technology (SPOT)-მ თანამდებობიდან გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი გაიარა და შემოსავლების გაზრდისა და მოგების მარჟის გასაუმჯობესებლად ინიციატივები დანერგა. ეს მოიცავს მუსიკის სტრიმინგს, აუდიოწიგნების გეგმას და უფრო ძვირადღირებულ აუდიო პაკეტს, რომელშიც მუსიკა, პოდკასტები და აუდიო წიგნებია თავმოყრილი.
აუდიო გიგანტმა ასევე $289 მილიონის ოდენობის საოპერაციო შემოსავალი გამოაცხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი რიცხვი 247 მილიონი იყო.
Spotify Technology (SPOT)-მ ისიც განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, გეგმავს კიდევ უფრო გააფართოოს პოდკასტინგისა და სარეკლამო ბიზნესი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რიცხვიც. Spotify Technology (SPOT) ვარაუდობს, რომ მესამე კვარტალში MAU 639 მილიონი მომხმარებელი იქნება.
მოლოდინს გადააჭარბა პრემიუმ აბონენტების რაოდენობამაც და 246 მილიონს მიაღწია. კომპანია ვარაუდობს, რომ აბონენტთა რაოდენობა მესამე კვარტალში 251 მილიონამდე გაიზრდება.
აღნიშნვნის ღირსია ისიც, რომ Spotify Technology (SPOT)-მ შეცვალა თავისი სტრუქტურა და აუდიოწიგნები აბონენტებისთვის უფასო გახადა. პარალელურად, უზრუნველყო ახალი გარიგებები პოპულარულ პოდკასტერებთან, როგორიცაა ჯო როგანი და ალექსანდრა კუპერი. ანალიტიკოსების თქმით, სწორედ ამის ფონზე, Spotify Technology (SPOT)-ის აქციების ფასი გაიზარდა.
Spotify Technology (SPOT)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
უახლესი
3 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა