Falcon 9-მ დღეს ორბიტაზე, Starlink სისტემის გლობალური ინტერნეტ დაფარვის ქსელის ორბიტალური თანავარსკვლავედის შესავსებად, კიდევ 21 მინი-სატელიტი წარმატებით გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია SpaceX ავრცელებს.
„Starlink-ის 21 თანამგზავრის გაყვანა დადასტურებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
SpaceX-მა უკვე გაუშვა 5,6 ათასზე მეტი ასეთი მოწყობილობა. ზოგიერთი მათგანი ჩამოვარდა ან დატოვა ორბიტა. თუმცა ამ დროისათვის ორბიტაზე მუშა მდგომარეობაში 5,2 ათასზე მეტი ინტერნეტ თანამგზავრი იმყოფება.
SpaceX არის ყველაზე დიდი სატელიტური ოპერატორი მსოფლიოში. Starlink ინტერნეტ ქსელი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის 70 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
პენტაგონის ცნობით, ამ თანამგზავრების სერვისებს ამერიკელი სამხედროებიც აქტიურად იყენებენ.
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა