საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტის ფონზე, რომელმაც 2023 წელს მშპ-ს 5,5%-ს მიაღწია, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა ქვეყნის გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "AA"-დან "AA-“-მდე" შეამცირა.
სააგენტოს ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ვალი 2027 წლისთვის მშპ-ს დაახლოებით 112%-მდე გაიზრდება, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 109%-ი იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს უმსხვილესი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში რეიტინგის უკვე მეორედ დაქვეითებაა - მანამდე საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი Fitch-მა შეამცირა.
რეიტინგის შემცირება არ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას საფრანგეთის ფინანსურ სტაბილურობაზე ან სესხის აღების ხარჯებზე მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ გაზრდის ზეწოლას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობაზე, რათა უახლოეს თვეებში შეიმუშაოს კონკრეტული ფისკალური კორექტირების გეგმები მისი მზარდი ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად.
იმავდროულად, ხარჯების შესაძლო შემცირება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს სოციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ინვესტიციებზე. წლების განმავლობაში არსებული ფისკალური პოლიტიკის შემდეგ, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ ზრდაზე და საფრანგეთის პოლიტიკის მნიშვნელოვან მიზნებზე, როგორიცაა გადაიარაღება და მწვანე ენერგიაზე გადასვლა.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის