დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სომხეთი საქართველოს პირველი საექსპორტო პარტნიორია

სომხეთი საქართველოს პირველი საექსპორტო პარტნიორია

20-04-2023 12:37:30

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.9 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი ($216.9 მლნ.), აზერბაიჯანი ($180.7 მლნ.) და რუსეთი ($176.9 მლნ.).

2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 % შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($568.7 მლნ.), რუსეთი ($490.0 მლნ.) და აშშ ($261.8 მლნ.).

2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9 % შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($673.7 მლნ.), რუსეთი ($666.9 მლნ.) და ჩინეთი ($376.0 მლნ.).

 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები