სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბეთში მდებარე 92786.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის. როგორც eauction.ge-ზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვა 26 იანვარს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება და მისი საწყისი ღირებულება 930 ათასი ლარია. შესაბამისად გამოდის, რომ 1 კვ/მ მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 10 ლარიდანაა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 1699 კვ.მ.-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია