დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სიმეტრია“ რაჭაში, მრავალძალის კურორტის განვითარებაში ინვესტირებით ინტერესდება

„სიმეტრია“ რაჭაში, მრავალძალის კურორტის განვითარებაში ინვესტირებით ინტერესდება

19-09-2024 15:15:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ რაჭაში , მრავალძალის კურორტის განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებით უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ ინტერესდება. 

„ლოგიკურია რომ არის „სიმეტრია“, ჩვენ მათთან გვაქვს მოლაპარაკებები და შეჯერებული პოზიცია, რომ თუ რამე ახალი კურორტი უნდა განვითარდეს რაჭაში ეს არის მრავალძალი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.   

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ინტერესი აქვთ სხვა ინვესტორებსაც, თუმცა ამ დროისთვის მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს. 

„ ჩვენ დავაანონსეთ ახალი კურორტის განვითარება რაჭაში, მრავალძალზე. ამას წინ უსწრებდა არაერთი კვლევა, მათ შორის გვაქვს დისკუსია და საუბარი კერძო სექტორთან, რომელსაც უკვე ჰქონდა გამოხატული რაჭაში ინვესტირების კუთხით ინტერესი. 

აქ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს, ადგილობრივი მოსახლეობისა და პოტენციური ინვესტორების აზრი არის სრულიად თანხვედრაში   რომ მრავალძალი არის კურორტი, სადაც უნდა განვავითაროთ 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვაქვს საუბარი პოტენციურ ინვესტორებთან. მოვლენებს წინ არ გავასწრებთ. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მრავალძალზე გამოხატული ინტერესი ფაქტობრივად ყველა იმ ინვესტორს აქვს, რომელთაც ჰქონდათ სურვილი რაჭაში ტურიზმის სექტორში,  მათ შორის შოვში ინვესტირების. 

შესაბამისად ჩვენ მათთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და უახლოეს პერიოდში უფრო მეტ კონკრეტიკაზე ვისაუბრებთ საჯაროდ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინტერესი დადასტურებულია და მათ აქვთ სურვილი ინვესტიცია განახორციელონ მრავალძალის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს სურვილი ინვესტორებთან და მოსახლეობასთან ერთად უზრუნველვყოთ და რაჭაში შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც იქნება 4-სეზონიანი, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რა თქმა უნდა რაჭის გაძლიერებას ეკონომიკურად და ტურისტული მიმართულებით“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.   

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები