დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სილქნეტმა თბილისის ცენტრალურ უბნებში 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო

სილქნეტმა თბილისის ცენტრალურ უბნებში 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო

14-12-2023 18:31:40

"სილქნეტმა" თბილისის ცენტრალურ უბნებში - თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო. შესაბამის განცხადებას კომპანია ავცელებს. 

„პირველად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე,  სილქნეტი  ხელმისაწვდომს ხდის 5G ტექნოლოგიას. 14 დეკემბრიდან, თბილისის ცენტრალურ უბნებში - თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, აბონენტები მეხუთე თაობის ინტერნეტ სერვისს - მიიღებენ.

სილქნეტი დაარსების დღიდან ნერგავს ინოვაციებს  ქვეყნის მასშტაბით. ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, კომპანია  ქსელის მუდმივ მოდერნიზაციას ახორციელებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს აწვდის.

კომპანიის მიზანია, ადამიანები დააკავშიროს ერთმანეთს, გაამარტივოს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა და საფუძველი ჩაუყაროს ახალი თაობის სტანდარტების დანერგვას.  მომხმარებლებისთვის 5G მიწოდება, ის გარდამტეხი ნაბიჯია, რომელიც მოამზადებს ნიადაგს მომავალი თაობის ტექნოლოგიური რეალობისთვის“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სილქნეტი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც აბონენტებს უკვე აწვდის 5G ინტერნეტს, არის მომავლის ტექნოლოგია და დღეს მისი განვითარებისთვის ვდებთ ინვესტიციას და რესურსს, რომ სწორად და თანმიმდევრულად დაინერგოს მეხუთე თაობის სტანდარტი. ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ სილქნეტი ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ახლაც პირველები ვართ, ვინც ვთავაზობთ 5G სერვისს“ - განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.

ცნობილია, რომ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო ლიცენზიას საქართველოში მხოლოდ „სელფი მობაილი" ფლობს. 

კომუნიკაციების კომისიამ 28 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ 5G-ს მხოლოდ „სელფი“ დანერგავდა, რადგან „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები