მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITM, შუა კორიდორი) საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14-ჯერ გაიზარდა.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის რკინიგზაზე დაყრდნობით იუწყება.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში TMTM-ით 2,5 მლნ ტონა ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზით, წელს შუა დერეფნის გასწვრივ 4,2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით. დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.
უახლესი