დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
SHOW & DINNER კონცეფცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველია - ,,წისქვილი ჯგუფი“ 

SHOW & DINNER კონცეფცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველია - ,,წისქვილი ჯგუფი“ 

01-11-2023 16:00:55

,,თეატრი“ ერთ-ერთი ბოლო და გამორჩეული პროექტია, რომელიც ,,წისქვილი ჯგუფმა“ შექმნა.   ეს არის მულტიფუნქციური პავილიონი, სრულიად ახალი - SHOW & DINNER კონცეფცია, რომელიც პირველია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

აქ ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც  შოუ, ასევე  გასტრონომია და სერვისი. „წისქვილი ჯგუფი“ კი გახდა პირველი ამ მიმართულებით და გარისკა, გაეკეთებინა რაღაც სხვა, ახალი, რაც აქამდე არავის განუხორციელებია. საბოლოოდ გადამწყვეტია პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ერთდროულად, სინქრონში, შეწყობილად ქმნის თითოეულ დეტალს და ნიუანსს.

როგორც  Teatri.ge-ს წარმომადგენლები ამბობენ, ,,თეატრი“ უნიკალურია სხვადასხვა შესაძლებლობით : აქ ერთდროულად შეიძლება მოგზაურობა  კლასიკურ კაბარეში, ამერიკული მიუზიკლის ნახვა, ოპერით და ბალეტით ტკბობა, კონცერტებზე დასწრება და თანამედროვე არტისტების შემოქმედების მოსმენა.

ტურისტებისთვის ,,თეატრის“ სივრცე განსაკუთრებულია იმითაც, რომ შეუძლიათ აღმოაჩინონ ქართული კულტურული ატრაქცია, გასტრონომიის თანხლებით. ასევე დაესწრონ  დაჯილდოებებს, კონფერენციებს, კერძო და კორპორატიულ წვეულებებს, ქორწილებს და სხვა. გარდა ამისა, შესაძლოა იყოს გადაღების ლოკაცია (სატელევიზიო, სარეკლამო), ჩატარდეს ბრენდის პრეზენტაცია და ა.შ. 

როგორც თეატრის წარმომადგენელი ამბობს, ღონისძიების რეჟისორს აქვს შემოქმედებითი თავისუფლება, შექმნას მისთვის სასურველი გარემო. 

კონცეფცია „Dinning Theatre”, „Show and Dinner” ანუ „წარმოდგენა ვახშმით“ უნიკალური პროექტია, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია და მაყურებელი აღაფრთოვანა.  

ამ ეტაპზე წარმატებით მუშაობს თეატრის e-commerce პლატფორმა, სადაც შესაძლებელია შოუზე დასასწრები ბილეთების შეძენა, მაგიდების დაჯავშნა, ღონისძიებების კალენდრის ნახვა, კორპორაციული შეთავაზებებისა და სიახლეების გაცნობა. 

,,წისქვილის თეატრს საქართველოში უკვე ყველა იცნობს, რადგან ერთი წლის განმავლობაში არაერთი ექსკლუზიური და გამორჩეული პროდუქტი შექმნა. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ისეთი მიუზიკლები, რომლებიც ბროდვეიზე იდგმება.

ბუნებრივია, თეატრის შემქმნელ გუნდს აქვს ამბიციური მიზანი, ტექნოლოგიურ სიახლეებსაც ავუწყოთ ფეხი. ამიტომ გადაწყდა თეატრისთვის პლატფორმა — Teatri.ge-ს შექმნა, რომელიც აერთიანებს ყველაფერს ჩვენი სივრცის შესახებ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვებგვერდის მეშვეობით ბილეთების შეძენა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი. პლატფორმით ინტერესდება ბევრი ტურისტიც, რადგან თეატრი უკვე ერთ-ერთი must-see სივრცე გახდა თბილისში“, — ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე. 

ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება Teatri.ge-ს ბლოგებია, სადაც თავს იყრის საინტერესო ინფორმაცია სიახლეების შესახებ, რასაც „თეატრი“ მაყურებელს სთავაზობს.

„პლატფორმაზე წარმოდგენილი ბლოგები მუდმივად განახლებადია. ამით Teatri.ge-თვის იქმნება ორიგინალური კონტენტი იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ვინ ქმნის თეატრს, რატომ და ა.შ. საიტი ორენოვანია, შესაბამისად, ბლოგიც ორ ენაზე — ქართულსა და ინგლისურზე იძებნება. მსგავსი ტიპის კონტენტი ჩვენს ვებგვერდის ერთ-ერთი მთავარი ე.წ. Traffic driver-ია SEO-ს მიმართულებით, რადგან მასში გათვალისწინებულია, როგორც Google-ის პრეფერენციები, ასევე მომხმარებლის ინსაითები.

ასევე შეიქმნა სპეციალური გრაფიკაც, რომელიც მომხმარებელს სივრცის უკეთ აღქმაში და სასურველი მაგიდის შერჩევაში დაეხმარება. ვებგვერდზე ღონისძიებების სრულ კალენდართან ერთად განთავსებულია თითოეული ღონისძიების მენიუ, რომლის შერჩევა თეატრის ბილეთების შეძენის პროცესშივე შეიძლება.

მათ კი, ვისაც თეატრში დახურული ღონისძიების გამართვა სურს, გვაქვს სპეციალური განყოფილება — კორპორაციული, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებს მომსახურების პირობებზე, კერძებზე, დარბაზის ტექნიკურ მახასიათებლებსა თუ აღჭურვილობაზე“, - ამბობს Teatri.ge-ს პროექტის მენეჯერი, მარიამ საღლიანი.

ამდენად, Teatri.ge-ის ტექნიკური მხარე აგებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, პლატფორმა მუშაობს გამართულად და მომხმარებლებისთვის სრულიად უსაფრთხოა. 

რაც შეეხება საიტის დიზაინს, მასში გათვალისწინებულია Mobile First მიდგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეუფერხებლად ადაპტირდება სხვადასხვა ზომისა და რეზოლუციის ეკრანებზე. 

ცნობისთვის,  „წისქვილი ჯგუფი“ 20 წელია პრემიუმ კლასის სარესტორნო საქმიანობისა და ამ მიმართულების ლიდერია საქართველოში. 

კომპანიაში ჯამში 200 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები