საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნაკიეთში, შოვიდან დაახლოებით 20 კილომეტრში იპოვეს.
"ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები", - თქვა მღებრიშვილმა.
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია.
11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა