შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდაამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
„დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები. 10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული ოპერაცია,“ - განაცხადა ქარსელაძემ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
უახლესი
58 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა