„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს მთავარი თემა დღეს IT სექტორი და მისი მიღწევები იყო, თუმცა ანალიტიკის ნაწილის დაწყებამდე რუბრიკის ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა ბანკირებს პროფესიული დღე მიულოცა.
„პირველ რიგში მინდა ბანკირებს მივულოცო პროფესიული დღე. დღეს აღინიშნება ბანკირთა პროფესიული დღე და თითოეულ მათგანს მინდა მივულოცო. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სისტემის მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში საბანკო სექტორმა დაამტკიცა, რომ არის სტაბილური და მან არა ერთ კრიზისს გაუძლო. რა თქმა უნდა ეს იმ პროფესიონალების დამსახურებაა, რომლებიც ამ სექტორში საქმიანობენ და მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო პროფესიული დღე.
თუმცა დღეს ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობთ და ანალიტიკა ეძღვნება IT სექტორს. ეს არის დარგი, რომელიც ყველაზე სწრაფად მზარდია საქართველოში. თუ ჩვენ ავიღებთ სექტორის ბრუნვის მოცულობას და ვნახავთ არსებულ ვითარებას 14,3-ჯერაა გაზრდილი სექტორის ბრუნვის მოცულობა, ხოლო 13,3-ჯერაა გაზრდილი IT სერვისების ექსპორტი. მნიშვნელოვანი დეტალია დასაქმებულთარაოდენობა, რომელიც 1,2-ჯერაა გაზრდილი და 2,3-ჯერაა გაზრდილი საშუალო ხელფასების რაოდენობა. (აღნიშნული ციფრები ასახავს 2017 წლის მაჩვენებლების შედარებას 2023 წლის მაჩვენებლებთან).
როდესაც საუბარია ზრდაზე, თუ რას გვეუბნება ციფრები IT სექტორი ამის ნათელი მაგალითია: იზრდება ბრუნვა, იზრდება ექსპორტი, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და იზრდება საშუალო ხელფასების მოცულობა. უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური კომპანიების წილი სექტორში 84%-ია, ადგილობრივი კომპანიები კი 16%-ია. სულ კომპანიების რაოდენობა კი არის 24 117. ამ კომპანიების უმრავლესობა არის არის ან ინდივიდუალური მეწარმეების, ან მცირე კომპანიებია, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია. ამდენი უცხოური საკუთრების და უცხოური კომპანიების არსებობა საქართველოში აჩვენებს სექტორის მიმზიდველობას. IT სექტორში საშუალო ხელფასი არის უფრო მაღალი ვიდრე ევროპის ქვეყნების მთელ რიგ დედაქალაქებში, მაგალითად ბელგრადში, ბუდაპეშტში, ბუქარესტში, რიგაში, ზაგრებში, ტირანაში, სტამბოლში. როდესაც ვსაუბრობთ სექტორის მიმზიდველობაზემაღალ ხელფასებთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოვრების დაბალი ხარჯები.
მნიშვნელოვანია ასევე თუ როგორ უწყობს სახელმწიფო ხელს IT სერვისების განვითარებას. თუ შევხედავთ ვითარებას საგადასახადო შეღავათების ნაწილში, მაგალითად სტანდარტული განაკვეთი თუ არის 15%-ი IT-ის შემთხვევაში ეს არის 5%. ასევე საშემოსავლო გადასახადი სტანდარტულ პირობებში თუ არის 20%-ი, IT-ის შემთხვევაში არის 5%-ი. დღგ სტანდარტულ შემთხვევაში თუ არის 18%-ი, IT-ის შემთხვევაში არის 0%. სექტორი ასევე განთავისუფლებულია დივიდენდის გადასახადიდან. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კომპანიების რელოკაციას. ანუ როდესაც ვსაუბრობთ უცხოურ კომპანიებზე, სწორედ საგადასახადო შეღავათებმა უზრუნველყო ის, რომ კომპანიები შემოვიდნენ საქართველოში და საქართველოდან ახორციელებენ ექსპორტს.
სახელმწიფო თავის მხრივ მართლა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ გაქვს ერთი პრობლემური ნაწილი, ქართულ კომპანიებში ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით არც თუ სახარბიელო ვითარება გაქვს. 2022 წლის მონაცემებით, თუ ევროკავშირში კომპანიების 78,1%-ის აქვს საკუთარი ვებგვერდი, საქართველოს შემთხვევაში ეს 13,4%-ია. საწარმოთა წილი, რომლებიც ეწოდნენ ვებ გაყიდვებს ევროკავშირის მაგალითზე 22,9%-ია, ხოლო საქართველოს მაგალითზე 4,7%-ი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ განვითარდა ონლაინ გაყიდვები, ჩვენ მაინც ვხედავთ დაბალ მაჩვენებლებს.
სახელმწიფოს მხრიდან ყველა მოცემულობაა, რომ სექტორი განვითარდეს და როგორც ჩანს კერძო სექტორის მხრიდან მეტი აქტიურობაა აუცილებელი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საექსპორტო სერვისები IT სექტორში არის განვითარებული, ქვეყნის შიდა ბაზარი პოტენციურად არის ჯერ კიდევ ასათვისებელი. ცხადია ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ საგადასახადო შეღავათები შიდა სერვისებზეც უნდა გავრცელდეს, სამსჯელო თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ არის უდიდესი რესურსი შიდა ბაზრის განვითარებისთვის. ანუ სექტორს განვითარების დიდი სივრცე აქვს.
მნიშვნელოვანია ასევე ტექნოლოგიების განვითარების ნაწილი და ამ მხრივ მე მინდა გამოვყო GITA-ს აქტიური მუშაობა. გარდა იმისა, რომ IT სექტორში დასაქმებული ადამიანების გადამზადებას ახდენს და 2018 წლიდან დღემდე 44 მლნ ლარით დაფინანსდა 270-მდე სტარტაპი, ხოლო 550 მლნ ლარზე მეტი არის კერძო ფინანსური სარგებელი, რომელიც არის წარმოქმნილი. უშუალოდ GITA-ს ჩართულობით შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება