დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შენი პერსონალური ასისტენტი - „გორგიას“ ახალი სერვისი

შენი პერსონალური ასისტენტი - „გორგიას“ ახალი სერვისი

19-02-2024 20:00:00

თუ რემონტის დაწყებას გეგმავთ და დრო არ გაქვთ, ან უბრალოდ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც რემონტის პროცესების თანმდევ ციებ-ცხელებაში მუდამ თქვენ გვერდით იქნება, მაშინ თქვენი პერსონალური ასისტენტი დაგეხმარება.

„გორგიას“ პერსონალური ასისტენტის საშუალებით  შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და ენერგია, ამასთან ერთად საშუალება გეძლევათ, რომ მიიღოთ რეკომენდაციები და რჩევები ,,გორგიას“ 25 წლიანი გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

გაიცანით „გორგიაში“ თქვენი პერსონალური ასისტენტი თამუნა, რომელიც ინდივიდუალურად მოგემსახურებათ, რემონტისა და სახლის მოწყობის თითოეულ ეტაპზე თქვენთან ერთად იქნება - პროდუქციის შერჩევიდან მის ადგილზე მიტანამდე.

„თამუნა დაგეხმარებათ არა მარტო სამშენებლო მასალის შეძენაში, არამედ საოჯახო ინვენტარის, ავეჯის, ტექნიკისა და  ტექსტილის სწორად შერჩევაშიც. აღნიშნულ მომსახურებაში შედის დიზაინერის უფასო მომსახურებაც, რომლის ფარგლებშიც შერჩეული პროდუქციის მიხედვით დიზაინერი 3D ვიზუალს შემოგთავაზებთ.

ამასთან ერთად თქვენი შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლო სხვადასხვა უპირატესობებით -შეგიძლიათ რემონტის დამღლელი რუტინა  სასიამოვნო პროცესად აქციოთ, შეარჩიოთ და შეიძინოთ პროდუქტები ონლაინ www.gorgia.ge,ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით თქვენთვის სასურველ მისამართზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით და რაც მთავარია, მიიღოთ თქვენზე მორგებული ფასდაკლება სასურველ პროდუქციაზე“, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები