დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,შავ პარასკევთან" დაკავშირებით გაყიდვების რეკორდულ ზრდას ველოდებით - ,,სინომი რითეილი"

,,შავ პარასკევთან" დაკავშირებით გაყიდვების რეკორდულ ზრდას ველოდებით - ,,სინომი რითეილი"

16-11-2023 16:00:11

ე.წ „შავი პარასკევი“ ახლოვდება. წელს გრანდიოზული ფასდაკლებების დღე 24 ნოემბერი იქნება, თუმცა, ბევრი მაღაზია და ბრენდი ფასდაკლებული პროდუქციის გაყიდვას უფრო ადრეც დაიწყებს.

საქართველოში ტანსაცმლის რითეილის სფეროში წამყვანი კომპანია, „სინომი რითეილის” დირექტორის რევაზ მაღალაშვილის თქმით, ,,შავ პარასკევთან" დაკავშირებით გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან.

კერძოდ, როგორც   მაღალაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, ,,შავი პარასკევის"  რეალიზაცია ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, 5-ჯერ მეტია ხოლმე და ტრენდი წელსაც შენარჩუნდება.

,,შავი პარასკევი ყოველწლიურადაა და ამ თარიღთან დაკავშირებით აქციები ყოველთვის გვაქვს მომხმარებლებისთვის. ტრადიციას არც წელს ვუღალატებთ.  ამ დროს რეკორდულად მეტი მომხმარებელი მოდის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ წელსაც იგივე ტრენდი განმეორდება და ფასდაკლებით უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს.

წინასწარ არ ვაცხადებთ ხოლმე, რამდენპროცენტიან ფასდაკლება ვთავაზობთ, თუმცა ძალიან კარგი  და მომხმარებლისთვის მისაღები საფასო ცვლილება გვექნება. როგორც ტრადიცია აჩვენებს, ,,შავი პარასკევის" პერიოდში, ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით,  გაყიდვები 5-ჯერ ზრდადია და წელსაც ანალოგიურ ვითარებას ველოდებით", - ამბობს რევაზ მაღალაშვილი.

ცნობისთვის, ,,სინომი რითეილი" ტანსაცმლის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს, ფლობს ინდიტექსის ოფიციალურ და ექსკლუზიურ ფრენჩაიზს. კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.

როგორც წესი, ე.წ შავი პარასკევი აქტიურად რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, კერძოდ, პარასკევი, შაბათი და კვირა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები