ქვეყანაში შაქრის იმპორტი 17%-ითაა შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველომ 2,727.96 ტონა შაქარი იყიდა, რაშიც 3,479.29 ათასი დოლარი გადაიხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში იმპორტირებულია 3,291.90 ტონა შაქარი, რომლის ღირებულებაც 4,451.27 ათასი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან საქართველოში შაქრის იმპორტი მზარდ ტრენდზეა და არსებული სტატისტიკით რეკორდული 2023 წელი იყო როდესაც ქვეყანამ 99,698.96 ტონა შაქარი იყიდა,
მიმდინარე წელს შაქრის იმპორტი 12 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი მაინც თურქეთია, რომელზედაც იანვრის შაქრის იმპორტის 38%-ი მოდის, ხოლო საფრანგეთის წილი 37%-ია.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ იანვარში შაქარი იყიდა:
უახლესი