დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სეტყვისგან დამცავი ბადეები ჩვენი ფერმერებისთვის საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია - George Grey Winery-ს დამფუძნებელი დარგის გამოწვევებზე

სეტყვისგან დამცავი ბადეები ჩვენი ფერმერებისთვის საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია - George Grey Winery-ს დამფუძნებელი დარგის გამოწვევებზე

24-10-2024 17:00:00

საქართველოში მეღვინეობის დამხმარე დარგები უნდა განვითარდეს - George Grey Winery-ს დამფუძნებელი დარგის გამოწვევებზე

მეღვინეობა George Grey Winery-ს დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი - გიორგი რუხაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის ბიზნესში საქართველოში პრობლემები რამდენიმე მიმართულებით იკვეთება.

„პირველი - ესაა ვენახის მოვლა. იმიტომ რომ საქართველოში ხშირია სეტყვა. დასავლეთის ქვეყნების ვენახებს რომ გადავავლოთ თვალი, იყენებენ სეტყვისგან დამცავ ბადეებს, რაც ჩვენი ფერმერებისთვის საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია. ამის გამო უფრო ნაკლები ვენახია შესაბამისად მოვლილი და დაცული.

რაც შეეხება მეღვინეობის დარგს, აუცილებელია ამ მიმართულებით ცოდნის დონე ამაღლდეს. ასვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ღვინის ჩამოსხმისთვის საჭირო ბოთლის წარმოება, რომელიც საქართველოში არ არის. ქვეყანაში რამდენიმე მილიონი ბოთლი ღვინის ჩამოსხმა ხდება, აქ რომ იყოს წარმოება,ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა.

მეღვინეობის მთავარი გამოწვევაა, რომ გარდა ყურძნისა, სრულად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ქვეყანაში მეღვინეობის დამხმარე დარგები უნდა განვითარდეს“, - ამბობს მეწარმე.

კომპანია წლიურად 100 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. George Grey Winery-ის ღვინოები წარმოდგენილია ევროპაში - ავსტრიაში,გერმანიაში, ჩეხეთსა და შვეიცარიაში. ასევე ექსპორტზე გადის იაპონიასა და უზბეკეთში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები