დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის პროექტის მონაწილეებმა მათ მიერ შექმნილი ფინანსური სერვისების პროტოტიპები წარადგინეს

სებ-ის ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის პროექტის მონაწილეებმა მათ მიერ შექმნილი ფინანსური სერვისების პროტოტიპები წარადგინეს

19-02-2024 19:23:00

ეროვნული ბანკის პროექტის "ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის" მონაწილეებმა შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მიღებული ტესტირების შედეგები და მათ მიერ შექმნილი ფინანსური სერვისების პროტოტიპები წარმოადგინეს.


მონაწილეებს შორის იყვნენ შემდეგი კომპანიები: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტსერვისი+", ფინტექ სტარტაპი ჩილედან "Techgethr" და ქართული ფინტექ კომპანიები -  "ლაითსფიდ დიჯითალ" და "სკანი სოლუშენსი".


პროექტი "ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსი", რომელსაც სებ-ი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად ახორციელებს 2023 წლის ზაფხულში გამოაცხადა.


პროექტის მიზანია როგორც ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლებისთვის მისი სარგებლიანობის გაზრდა, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ჩართვით დაინტერესებული სტარტაპ და ფინტექ კომპანიებისთვის ღია ბანკინგის API სერვისების ტესტირების შესაძლებლობის მიცემა.


აღსანიშნავია, რომ ტექნიკური სენდბოქსის მონაწილეები იყვნენ როგორც ფინანსური, ასევე სხვა სექტორის წარმომადგენლები და ქართული და უცხოური სტარტაპ კომპანიები.


ტექნიკური სენდბოქსის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ სატესტო გარემოში გაევლოთ ღია ბანკინგის ორი წინასწარ შერჩეული API-ის შესაძლებლობები და მათი გამოყენებით შეექმნათ ინოვაციური და მომხმარებლებისთვის საინტერესო ფინანსური პროდუქტები.


პროექტის საბოლოო შედეგების შეჯამება და შემდეგი ნაბიჯების შესახებ IFC-ისგან რეკომენდაციების მიღება  მარტში მოხდება. აღნიშნული კი ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს დაინახოს ღია ბანკინგის/ფინანსების განვითარების შემდგომი პერსპექტივები და განსაზღვროს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები.


საქართველოს ეროვნული ბანკი, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ნერგავს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები