დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზე იმსჯელებს - ნათია თურნავა

სებ-ი სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზე იმსჯელებს - ნათია თურნავა

17-10-2023 12:50:12

ამ კვირაში გვექნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზეც., - ამის შესახებ დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძესა და ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ეს არის ერთ-ერთი დიდი ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ ბევრ საფინანსო ინსტიტუტს და პრაქტიკულად ყველა ბანკს აერთიანებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რომ უკეთ გავეცნოთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი საბანკო სექტორი.

ამ კვირაში გვექნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზეც. ამასთან დაკავშირებით გვინდოდა წინასწარ მოგვესმინა კომერციული ბანკების მოსაზრებები.

ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერი, დაბალრისკიანი და მდგრადია სხვადასხვა შოკების მიმართ. თუმცა, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გვინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბანკები მზად არიან ნებისმიერ გარე შოკებთან გასამკლავებლად", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვაზე სებ-ის გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის  აგვისტოში შევიდა. სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები