დღეს, 13 სექტემბერს ეროვნული ბანკი, საქართველოს საბანკო ასოციაცია და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანია Keepz-ი, მართავენ ღონისძიებას, რომლის მიზანიც ღია ბანკინგის შესახებ ინფორმციის გაზიარება და ცნობიერების ამაღლებაა.
ასევე, საქართველოში პირველად, ცოცხალ რეჟიმში განხორციელდება რეალური გადარიცხვა ღია ბანკინგის მეშვეობით.
ღონიძიების ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნეს და ფინტექ ასოციაციის წევრი კომპანიები, ასევე, სტარტაპები და უბრალოდ დაინტერესებული პირები.
„ეროვნული ბანკი მიესალმება Keepz-ის მხრიდან ასეთ აქტიურ ნაბიჯებს ღია ბანკინგის მიმართულებით და მიიჩნევს, რომ ამ პრეცენდენტს გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვისაც ბაზარზე, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად იმოქმედებს ინოვაციების განვითარებაზე, კონკურენტულ გარემოსა და ფინანსური ინკლუზიურობის ზრდაზე ქვეყანაში. Keepz-ი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ღია ბანკინგში ჩაერთო და ასევე, პირველი ფინტექ კომპანია ბაზარზე, რომელიც გამოიყნებს თავის ბიზნეს - მოდელში გადახდის ინიცირებას ღია ბანკინგით, რაც შეამცირებს როგორც ხარჯებს, ისე შუამავლებს, დღეისთვის ბაზარზე არსებული ტრადიციული გადახდის არხებთან შედარებით“, - აცხადებს ვარლამ ებანოიძე - ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხევლელო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
„ღია ბანკინგი ბევრ ახალ შესაძლებლობას ქმნის როგორც ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. ის გვაძლევს საშუალებას, რომ გავაიაფოთ და გავამარტივოთ გადახდის ოპერაციები. დღეს Keepz-ის სახით გვყავს პირველი კომპანია, რომელმაც, 1 თვის წინ, ღია ბანკინგის ლიცენზია მოიპოვა და დღეს უკვე რეალურ პროდუქტებს სთავაზობს ბაზარს. ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ გვინდა, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა კომპანიებს ვესაუბროთ ღია ბანკინგის სარგებელზე. იმედი გვაქვს, ამ შესაძლებლობას რაც შეიძლება მეტი ბიზნესი გამოიყენებს“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე - Keepz-ის აღმასრულებელი დირექტორი.
„ეს შეხვედრა ღია ბანკინგის ეკოსისტემაში ახალი ეტაპის დასაწყისია: ჩვენ შემოგვემატა ახალი ტიპის წევრი - პირველი არასაბანკო ტიპის პროვაიდერი. თუ აქამდე მხოლოდ საუბარი შეგვეძლო იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს მოხდებოდა - ეს დღე ახლა უკვე დადგა. იმედი გვაქვს, მაგალითი სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდება და, ასევე, იმედია, ეს შეხვედრა ამ პროცესს დააჩქარებს“, - აცხადებს მიხეილ კაპანაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი.
უახლესი