დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ივნისიდან დაიწყებს - გალტ & თაგარტი

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ივნისიდან დაიწყებს - გალტ & თაგარტი

10-04-2023 17:00:15

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მარტში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 5.3%-მდე შენელდა, წინა თვის 8.1%-იანი დონიდან, რაც ძირითადად ტრანსპორტისა და ჯანდაცვის კატეგორიებში ფასების კლებამ განაპირობა.

ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ასევე შენელდა და 5.0% შეადგინა (-1.6პპ თ/თ). 2023 წლის მარტში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+11.8%, 3.91პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+11.1%, 1.15პპ), ტრანსპორტი (-8.0% თ/თ, -1.00პპ), ჯანდაცვა (-9.1% თ/თ, -0.92პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+7.2%, 0.48პპ) და სასტუმროები და რესტორნები (+12.4%, 0.47პპ).

ამასთან, 2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.2%-იან დეფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების შემცირებამ ტრანსპორტის (-2.3% თ/თ, -0.27პპ) კატეგორიაში

გალტ & თაგარტის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც 0.5პპ-ით დაბალია წინა პროგნოზთან შედარებით.

„შემდეგ თვეებში ინფლაციის ტემპის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ჩვენ ვფიქრობთ რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ივნისიდან დაიწყებს (ამასთან, არ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას სებ-მა პირველი შემცირება მაისის სხდომაზე გააკეთოს)“, - ნათქვამია გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვაში.

აპრილში სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელეად 11%-ზე დატოვა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები