დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 9.75%-ის დონეზე შეამცირებს - Galt & Taggart-ი

სებ-ი დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 9.75%-ის დონეზე შეამცირებს - Galt & Taggart-ი

01-11-2023 16:06:19

 Galt & Taggart-მა რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი განაახლა. საქართველოს წამყვან საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ დეკემბერში სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის 9.75%-ის დონეზე შეამცირებს. 

„ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა. ინფლაციის შემცირებაზე იმპორტირებული და შერეული საქონლის ფასების კლება მოქმედებს. ასევე, აღსანიშნავია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპის შენელებაც. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.0%-ზე დატოვა 2023 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე, რადგან რეგულატორი ინფლაციის პროგნოზის კუთხით დამატებით გაურკვევლობას ხედავს მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

შესაბამისად, განვაახლეთ რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი და 2023 წლის დეკემბერში ველოდებით 9.75%-ის დონეზე, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის 8.75%-მდე შემცირებას ვპროგნოზირებთ, რაც 25 საბაზისო პუნქტით აღემატება ჩვენს წინა პროგნოზს“, - აღნიშნულია  Galt & Taggart-ის მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შეფასების დოკუმენტში. 

სრული კვლევა იხილეთ აქ

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები