2023 წლის აპრილში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2023 წლის მარტთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა, ხოლო 2022 წლის აპრილთან შედარებით - 5.0%-ით გაიზარდა.
როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის აპრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.5%-ით შემცირდა.
თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი კახეთში (8.5%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-10.6%).
2023 წლის აპრილში, 2022 წლის აპრილთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 5.0%-ით გაიზარდა, მათ
შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.0%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების
ფასები 7.1%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (25.2%), ყველაზე დაბალი კი რაჭაში (-12.9%).
2023 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა,
ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 247 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო
ფასმა 115 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 373 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში,
სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 548 ლარი შეადგინა, თბილისში - 452 ლარი, სამცხე ჯავახეთში - 354, ხოლო გურიაში - 328.
უახლესი
6 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა7 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება