ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ ბოლო წლებში საყოფაცხოვრებო კატეგორიისა და ტექნიკის სექციის პროდუქციაზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა.
როგორც Business Insider Georgia-თან ჰიპერმარკეტის ხელმძღვანელი თორნიკე გურული აცხადებს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით „გორგიაში“ გაყიდვები 20%-ითაა გაზრდილი.
„2019 წელთან შედარებით 2021-2022 წლებში სტაბილურად 20%-იანი ზრდა გვქონდა. მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა ყველა მიმართულებით. თუმცა, განსაკუთრებით გამოვყოფდით საყოფაცხოვრებო კატეგორიისა და ტექნიკის სექციის რეკორდულ ზრდას.
„გორგია“ ყოველთვის იყო სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი და ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერი რჩება, თუმცა, დღესდღეობით „გორგიაში“ ყველაფერია, რაც შეიძლება სახლისთვის დაგჭირდეს: დაწყებული სამშენებლო-სარემონტო მასალებიდან, გაგრძელებული ტექნიკით, სათამაშოებით, ტექსტილით, ბაღით...“, - აცხადებს გურული.
მისივე თქმით, დღეისათვის „გორგიაში“ 60 000 -მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს. „გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 6 ქალაქში, 10 ფილიალითაა წარმოდგენილი.
უახლესი
30 წუთის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა32 წუთის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს48 წუთის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა